English Русский   
ჩვენი პარტნიორები

ისტორია
მისია & ხედვა
კულტურა
ძირითადი ფასეულობები
ჩვენი გუნდი
ბიზნესის ფილოსოფია
კომპანიის სტრუქტურა
სამეცნიერო პუბლიკაციები
პარტნიორები




ჩვენი გუნდი

კომპანია როტაფარმის ძალა – მისი თანამშრომლებია. კომპანიის ნიჭიერი გუნდი მოიცავს ბიზნესის სფეროს 470 პროფესიონალს: დირექტორთა საბჭოს 10 წევრი, 60 მთავარი ოპერაციული დირექტორი, ქვეყნების სამედიცინო მენეჯერები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, 340 სამედიცინო წარმომადგენელი და სხვა 60 სპეციალისტი. როტაფარმის პროფესიონალთა გუნდი მიისწრაფის დააკავშიროს კვლევები და ბაზის უწყვეტი ტექნოლოგიური გაუმჯობესება საიმედო საწარმოო ორიენტაციის შესაქმნელად. ჩვენ ვაუმჯობესებთ პრეპარატების ხარისხს, ხელს ვუწყობთ ექიმებსა და პაციენტებს შორის ნდობის გაღრმავებას, ასევე მუდმივად ვანვითარებთ პარტნიორებთან საქმიან ურთიერთობებს ფარმაცევტულ სექტორში პრიორიტეტული პოზიციების დასაკავებლად.

ენთუზიაზმის, ახალი მიღწევებისადმი სწრაფვის, საქმისადმი ერთგულების, გამოცდილებისა და ახალგაზრდა გუნდის წყალობით როტაფარმი ყოველწლიურად იზრდება.

კომპანია როტაფარმი აღიარებს და მხარს უჭერს კომპანიის თითოეული თანამშრომლის განვითარებისა და წინსვლის სურვილს. ჩვენ განუწყვეტლივ ვუზრუნველყოფთ სრულყოფისა და პროფესიული ზრდის პროცესს – ვატარებთ ტექნიკური ცოდნისა და უნარ-ჩვევების, ასევე წარმატებული გაყიდვების წარმოების პროფესიონალურ ტრენინგებს.

ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული თანამშრომლის პერსონალურ ნიჭსა და ღვაწლს, ასევე დიდად ვაფასებთ გუნდურ სულისკვეთებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები, ერთმანეთს ვეხმარებით წარმატების მიღწევაში, ვმუშაობთ როტაფარმის, ანუ ჩვენი პარტნიორებისა და პაციენტების საკეთილდღეოდ.

აი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან იმუშაოს და გახდეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი.
 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია