English Русский   
ჩვენი პარტნიორები

ისტორია
მისია & ხედვა
კულტურა
ძირითადი ფასეულობები
ჩვენი გუნდი
ბიზნესის ფილოსოფია
კომპანიის სტრუქტურა
სამეცნიერო პუბლიკაციები
პარტნიორები




სწრაფვა პროგრესისადმი

როტაფარმის გუნდი აფასებს საკუთარ მუშაობას, იგი ხომ კომპანიის პროგრესს უზრუნველყოფს. ჩვენ ისევე ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობაზე, როგორც ერთმანეთზე. ამიტომ, ჩვენთვის სამსახური უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სამსახური. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ამ გზაზე ჩვენ გვამოძრავებს ზრუნვა ხალხზე და პროგრესისადმი სწრაფვა. გარდა ამისა, სიამოვნებას ვიღებთ ერთად მუშაობით და სიხარულს ვანიჭებთ ერთმანეთს.

ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ ბიზნეს-გეგმებზე ვართ ფოკუსირებულები, არამედ ვფიქრობთ იმაზეც, თუ როგორი სამუშაო გარემოა კომპანია როტაფარმში. კომპანიაში არაბიუროკრატიული ვითარებაა, ყოველთვის ადვილად არის შესაძლებელი ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, ჩვენთან ყოველი, პირველი შეხედვით არარეალური იდეაც კი, რომელიც კომპანიის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, მისაღებია, ყოველივე ეს კი იძლევა ყველაზე თამამი და ამბიციური პროექტების რეალიზების საშუალებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მრავალმხრივობა, როგორც ადამიანებში, ასევე იდეებში, მუშაობის სტილში, პრობლემების გადაჭრის მიდგომებში. მრავალმხრივობა – კომპანიის არსებითი და დასაფასებელი თვისებაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ვანვითარებთ.

სულის სიღრმეში, ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებიც არ გავურბივართ კარგად გათვლილ რისკებს, თუ მათ ჩვენი კომპანიისათვის საგრძნობი წინსვლის მოტანა შეუძლიათ; მზად ვართ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც აუცილებელია წარმატებული შედეგების მისაღწევად. ჩვენ გვინდა სიამოვნება მივიღოთ ჩვენს კომპანიაში ყოველდღიური ცხოვრებით. ეს ნიშნავს, რომ როტაფარმი ჩვენ გვერდში გვიდგას, მხარს დაგვიჭერს და ჩვენი მნიშვნელობა აღიარებული იქნება. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი პროფესიული ზრდისათვის, წარმატებულები ვართ, მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, და ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს კორპორატიულ წესდებაში. მიგვაჩნია, რომ მუშაობა და დასვენება არ წარმოადგენენ ურთიერთგამომრიცხავ მცნებებს და მათი წარმატებული შერწყმით შესაძლებელია ბევრის მიღწევა. შეზღუდვებისგან თავისუფლება გვეხმარება სწორად მივმართოთ ჩვენი შემოქმედებითი ენერგია.

ჩვენს მუშაობაში მთავარია ერთიანობა. ჩვენი მოქმედების ეთიკური მხარე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოებისათვის მიწოდებული პროგრესი.
 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია