English Русский   
ჩვენი პარტნიორები

ისტორია
მისია & ხედვა
კულტურა
ძირითადი ფასეულობები
ჩვენი გუნდი
ბიზნესის ფილოსოფია
კომპანიის სტრუქტურა
სამეცნიერო პუბლიკაციები
პარტნიორები




ფოკუსირება სხვადასხვა თერაპიული ჯგუფების გამოყენების ძირითად სფეროებზე

კომპანია როტაფარმის ფუნდამენტური საქმიანი ფილოსოფიის ჩამოყალიბების წლებში მიღებულ იქნა შეუქცევადი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რეცეპტით და რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნებოდა კომპანიისათვის; როგორც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერობის მომავალი კანდიდატი, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ ფილოსოფიას ჩვენს საქმიანობაში. ფოკუსირებას ვახდენთ სხვადასხვა თერაპიული ჯგუფების ძირითადი გამოყენების დარგებზე, ვცდილობთ უწყვეტლივ წარმოვადგინოთ სრულიად ახალი და მაღალხარისხიანი წამლები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი ჩვენს მიერ არჩეულ ბაზრებზე და ეფექტურია გლობალური მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეფექტური მეცნიერული შედეგების მისაღწევად ჩვენ ვურთიერთობთ წამყვან კვლევით ორგანიზაციებთან.

რეცეპტით გასაცემი პრეპარატები: “ახალი თაობის რეცეპტით გასაცემი პროდუქტების ფართო პორტფოლიოს შექმნა, რომლებიც ფართოდ იქნება გამოყენებული მთელს მსოფლიოში - კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა”.
> ამ მიმართულებით კომპანიამ როტაფარმი შექმნა ძიების სტრუქტურა, რისთვისაც გამოიყენა შიდა რესურსები, ასევე განავითარა კავშირები კვლვევით ორგანიზაციებთან და ექსპერიმენტულ ლაბორატორიებთან მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვურთიერთობთ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროპის კვლევით ცენტრებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვიყოთ ფარმაცევტული სიახლეების შესახებ უახლესი ინფორმაციის საქმის კურსში. გარდა ამისა, იმ ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა, რასაც იყენებენ ჩვენი გლობალური პარტნიორები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სამკურნალწამლო საშუალებების ხარისხი და ახალი სამკურნალწამლო საშუალებების შექმნის სიჩქარე, რამაც ხელი შეგვიწყო რეცეპტით გასაცემი პროდუქტების პორტფოლიოს შექმნაში.

რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები: “ჩვენ საუკეთესოდ გვესმის მომხმარებლებში რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებზე მოთხოვნის არსებობა”
> ჯანდაცვის მოთხოვნები განიცდის ხარისხობრივ ცვლილებებს, და ადამიანები პრეპარატს ირჩევენ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და მიმართავენ ზოგიერთი მსუბუქი დაავადების თვითმკურანალობას. მომხმარებლების ქცევის ასეთი ცვლილების პასუხად, კომპანია როტაფარმი ცდილობს შექმნას და განავითაროს რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების პორტფოლიო. ტერიტორიული მარკეტინგისადმი ყურადღებიანი მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიას გამოიყენოს რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების გაყიდვის ადგილები მომხმარებლის მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციით უზრუნველსაყოფად. ჩვენ მუდმივად ვიღწვით დავრჩეთ ტოპ-კომპანიად, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის რეცეპტის გარეშე გასაცემ პრეპარატებზე მოთხოვნილებას. კომპანია როტაფარმის მიერ შექმნილი რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატების ძლიერმა ბრენდებმა კომპანიას დიდი წარმატება და საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოუტანა.

 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია