English Русский   
ჩვენი პარტნიორები

ისტორია
მისია & ხედვა
კულტურა
ძირითადი ფასეულობები
ჩვენი გუნდი
ბიზნესის ფილოსოფია
კომპანიის სტრუქტურა
სამეცნიერო პუბლიკაციები
პარტნიორები




კომპანიის სტრუქტურა

როტაფარმი –კომპანია, რომელიც ანვითარებს, ამზადებს და ბაზარზე წარმოადგენს ინოვაციურ, ხარისხიან ბრენდირებულ ჯენერიკებსა და უნიკალურ ვიწროსპეციალიზებულ პროდუქტებს. კვლევებთან, განვითარებასა და საწარმოო პროცესებთან ერთად კომპანიას დამატებით გააჩნია მარკეტინგისა და სხვადასხვა პრეპარატების გაყიდვის ფართო შესაძლებლობები, მათ შორის ვიწრო ნიშიანი, უშუალოდ მის კონტროლს ქვეშ არსებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით. სიახლეების, ხარისხისა და მარკეტინგული ოსტატობის უნიკალური შერწყმა გახდა ფინანსური გეგმების შესრულების რეკორდების მთელი სერიის წინაპირობა.
ამის მისაღწევად კომპანია მოღვაწეობის პირველ წლებში კონცენტრირდა მარკეტინგისა და გაყიდვების მაღალი დონის გუნდის შექმნაზე. განვითარების ამ პერიოდში კომპანია როტაფარმი რუდუნებით ქმნიდა თავის იმიჯს და მოიპოვა მსოფლიოში სპეციალისტების, ჯანდაცვის სფეროსა და ბიზნეს-წრეების პატივისცემა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პარტნიორები მიიზიდა კომპანია როტაფარმის შეუპოვრობამ, წარმატებამ და კომპანიის სწრაფმა ზრდამ.

2006 წლიდან მოყოლობული კომპანია როტაფარმმა შექმნა სტრატეგიული კავშირები მულტინაციონალურ და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, კერძოდ: QUALIPHAR - GIFRER - საფრანგეთი - ბელგია, KLEVA - საბერძნეთი, ABC FARMACEUTICI - იტალია, VECCHI & PIAM - იტალია, BIOMED - პოლონეთი, MAGISTRA - რუმინეთი, ROMFARM - რუმინეთი, LDP LABORATORIOS TOPLAN - ესპანეთი, RIVOPHARM - შვეიცარია, BILIM - თურქეთი, BIOFARMA - თურქეთი, ADIPHARM - ბულგარეთი, KENDY - ბულგარეთი, GNP - ეგვიპტე, EIPICO - ეგვიპტე, SEDICO - ეგვიპტე, ACARPIA - პორტუგალია, BAILLY - CREAT - საფრანგეთი და სხვა.

მარკეტინგის სფეროში ინოვაციური მიდგომების წყალობით, GMP სტანდარტების პრეპარატების წარმოებით, კლინიკური და ბიოექვივალენტობის კვლევის ჩატარებით GCP & GLP სტანდარტებით, საკუთარ ბრენდირებულ ჯენერიკებზე მტკიცებითი კლინიკური ბაზის შექმნით, კომპანია კონკურენტუნარიანი გახდა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების ბაზრებზე იმ ქვეყნებში, სადაც იგი არის წარმოდგენილი.
 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია