English Русский   
ჩვენი პარტნიორები

ისტორია
მისია & ხედვა
კულტურა
ძირითადი ფასეულობები
ჩვენი გუნდი
ბიზნესის ფილოსოფია
კომპანიის სტრუქტურა
სამეცნიერო პუბლიკაციები
პარტნიორები




სურვილების შესრულების პროცესი კომპანიაში როტაფარმი!

როტაფარმი – ბრიტანული ჯენერიკული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2005 წელს. კომპანიის დამფუძნებლები არიან პროფესიონალები, რომლებსაც გააჩნიათ ფარმაცევტული პროდუქციის განაწილების, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროებში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა ტრანსნაციონალურ კომპანიებში სხვადასხვა პოზიციებზე მრავალწლიანი უდიდესი გამოცდილების გამოყენებით, ამ ნიჭიერმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს კომპანია როტაფარმის კულტურა მუდმივი წინსვლისა და სიცოცხლისუნარიანი წარმატების უზრუნველსაყოფად. როტაფარმი წარმოადგენს მისი დამფუძნებლების სხვადასხვა ბიზნეს-მიდგომების უნიკალური შერწყმის შედეგს. დამფუძნებლების უდიდესი გამოცდილების, უნარისა და ცოდნის, ასევე დღემდე სიტუაციის სწორი ხედვის შედეგად, როტაფარმი გახდა სრულად ინტეგრირებული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც გააჩნია მრავალრიცხოვანი ინოვაციური პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე დანერგვა/განვითარების დიდი გეგმები. დღესდღეობით იგი წარმატებით წარმოადგენს პრეპარატებს, რომელთა გამოყენება მოწონებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. რამდენიმე წლის მანძილზე კომპანია როტაფარმის ინტერესები ფოკუსირებული იყო დასახული მიზნების წარმატებით მიღწევაზე, კერძოდ, კომერციული ოპერაციების მასშტაბისა და სიძლიერის გაზრდაზე, რაც მრავალი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების მაჩვენებლებთან შესადარია.
 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია