English Русский   
სიახლეები

რიზოპროლის ანტიანგინური ეფექტურობის შესწავლა სტაბილური დაძაბვის სტენოკარდიის მქონე ავადმყოფებში

ბეტა-ადრენობლოკერები (ბაბ) მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ეს პრეპარატები აუმჯობესებენ სიცოცხლის პროგნოზს ავადმყოფებში და აქვთ გამოხატული ანტიანგინური მოქმედება. მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ბეტა-ადრენობლოკერები არსებითად ამცირებენ მოულოდნელი სიკვდილის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის (მი) განვითარების ალბათობას და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობის საერთო მაჩვენებელს იმ ავადმყოფებში, რომლებმაც გადაიტანეს მი. ბაბ-ის მაღალი პროფილაქტიკური ეფექტურობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ დადგენილია რამდენიმე კონტროლირებად კვლევაში. ბეტა-ადრენობლოკერები პირველი რიგის არჩევის პრეპარატებია სტენოკარდიის მქონე ავადმყოფებისთვის. ბეტა-ადრენობლოკერები ავლენენ ანტიანგინურ ეფექტს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირების (გულის კუმშვადობის სიხშირის, არტერიული წნევისა და მიოკარდიუმის კუმშვადობის უნარის დაქვეითების ხარჯზე) და მიოკარდიუმზე ჟანგბადის მიწოდების გაზრდის გზით. ბეტა-ადრენობლოკერებს გააჩნია ანტიარითმული და ანტიაგრეგაციული მოქმედება. ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად კარდიოსელექციურ ბეტა-ადრენობლოკერს წარმოადგენს ბისოპროლოლი. ბისოპროლოლს, ატენოლოლთან და მეტოპროლოლთან შედარებით გააჩნია უფრო გამოხატული კარდიოსელექციურობა (თერაპიულ დოზებში ახდენს მხოლოდ ბეტა1-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას) და მოქმედების მეტი ხანგრძლივობა. ბისოპროლოლის ერთ-ერთი ახალი წარმომადგენელია პრეპარატი რიზოპროლი.

> მთავარი
 
მთავარი    |     დაგვიკავშირდით    |     საიტის რუქა    |     იურიდიული და საავტორო    |     კონფიდენციალობის პოლიტიკა
 
 
2011 "როტაფარმი" ყველა უფლება დაცულია